ჰარისონ ფორდმა ავარიაში მოყოლილი 63 წლის ქალბატონი გადაარჩინა
21-11-2017, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილმა მსახიობმა, ჰარისონ ფორდმა ავარიაში მოყოლილი ქალბატონი გადაარჩინა, რომელმაც კალიფორნიის ავტომაგისტრალზე მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა.

 

 

მსახიობი ლოს-ანჟელესის ჩრდილოეთ ნაწილში თავის მეგობართან ერთად  იმყოფებოდა. როდესაც მან დაჯახების ხმა გაიგო, დასახმარებლად მაშინვე გაეშურა.

 

 

ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა, მეთ ალონსომ განაცხადა: „ის კარგი სამარიტელივით იქცეოდა, როგორც ყველა დანარჩენი, და სასწრაფოს მოსვლამდე დაზარალებულის დახმარებას სცდილობდა“.

 

 

მანვე დაამატა, რომ ფორდი სხვებს დაეხმარა ქალბატონის მანქანიდან გადმოყვანაში.

 

 

როგორც ადგილობრივებმა ჟურნალ-გაზეთ Ventura County Star-ს განუცხადეს, ქალბატონს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა.

 

 

კალიფორნიის ავტომაგისტრალის საპატრულო სამსახურმა (CHP) განაცხადა, რომ 63 წლის ქალბატონი 10:55-ზე ავტომაგისტრალის სწრაფ ზოლში მიდიოდა, როდესაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა.

 

 

CHP-ს წარმომადგენელმა ოფიცერმა, ტომ კირკლენდმა განაცხადა, რომ ქალბატონს დამუხრუჭებისას მოუცურდა მანქანა და სწორედ ეს გახდა ამ ინციდენტის მიზეზი.

 

 

ფორდი დარწმუნდა, რომ ქალბატონი უსაფრთხოდ იყო და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო გზა. ოფიცერმა განაცხადა, რომ მსახიობი არ შესწრებია ავარიას და შესაბამისად, ის არ დაუკითხავთ.

 

 

ოფიცერმა დაამატა, რომ საქმეში სანტა პაულას პოლიცია და ადგილობრივი მეხანძრეები ჩაერივნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი