რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რამდენჯერ შეიძლება დაქორწინდეს მორწმუნე
23-11-2017, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არქიეპისკოპოსების საბჭოს შეკრებაზე საბოლოოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ რამდენჯერ შეიძლება დაქორწინდეს მორწმუნე. აღნიშნულის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 


„რამდენჯერ შეიძლება დაქორწინება და მხოლოდ ის უნდა ჩაითვალოს ქორწინებად, რომელიც ეკლესიის მიერ არის ნაკურთხი, თუ ისიც, რომელიც სამოქალაქო წესით, რეესტრში არის გაფორმებული? მკაფიო პასუხი მოქმედ საეკლესიო კანონიკურ წესში არ არსებობს, ხოლო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალ პირობებში, არსებული კანონიკური ნორმების ინტერპრეტირება, მაშინ როცა ქორწინებები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ეკლესიის კურთხევით გაფორმებული ქორწინებებია, სხვადასხვა პასუხი არსებობს. გადაწყვეტილება კრებაზე იქნება მიღებული“, განაცხადა სასულიერო პირმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე წელია რაც „საეკლესიო ქორწინების“ დოკუმენტს განიხილავს. არქიმანდრიტ სავას თქმით კი, ამჟამად საუბარი პირველ რიგში იმაზეა, რომ ყველა კანონიკური ნორმა ერთ ტექსტში მოექცეს.

 


„ქორწინების შესახებ კანონიკური ნორმები, რომელსაც ჩვენ დღემდე ვეყრდნობით, ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეებშია მიღებული. ზოგიერთი რამ უნდა მოვარგოთ თანამედროვეობას, უნდა განისაზღვროს ფორმულები და პროცედურები“, აღნიშნა არქიმანდრიტმა სავამ.

 


„ამჟამად ეკლესია ერთმანეთის მიყოლებით ორ ქორწინებას უშვებს, ხოლო მესამე ქორწინების კურთხევას არ იძლევა. განქორწინება შესაძლებელია ეპისკოპოსის ნებართვით. მეუღლეს, რომლის ბრალეულობითაც მოხდა გაყრა, შეუძლია კიდევ ერთხელ მოიყვანოს ცოლი ან გათხოვდეს, ოღონდ მხოლოდ მონანიების და ლიტანიების შესრულების შემდეგ - ეკლესიის სასჯელი საერო პირებისათვის.

 


არქიეპისკოპოსების საბჭო - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი მმართველი ორგანო - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის ხელმძღვანელობით 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე მოსკოვის ქრისტე მხსნელის კათედრალურ ტაძარში გამართავს შეკრებას. ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენის ზეიმს ეძღვნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი