დიდთოვლობის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლასა და 4 საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი გადაიდო
24-11-2017, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა. შეფერხებაა როგორც გადაადგილების, ისე ელექტრომომარაგების კუთხით. უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი 8 საჯარო სკოლასა და 4 საბავშვო ბაღში გადაიდო.

 

 

ხულოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტში არსებული ყველა შესაბამისი უწყება და მერიაში მოქმედი საგანგებო შტაბი მერის, გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით სრულ მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში არსებული პრობლემის ადგილზე შესწავლა მიმდინარეობს.

 


„უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ტრანსპორტი გადაადგილდება. მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 17 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა აქტიურად მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება", აცხადებენ ხულოს მერიაში.

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 60-70 მ-ს, ხოლო დაბლობში 30-40 სმ-ს მიაღწია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი