თერჯოლის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვა გაიმართა
24-11-2017, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

 


თერჯოლის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და სხვადასხვა სახის შენიშვნები გამოთქვეს.

 

 

„მათი მოსაზრებები ძირითადად, სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას, ინფრასტურქტურულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას ეხებოდა. დეპუტატების გადაწყვეტილბით, წარმოდგენილი პროექტი მუნიციპალიტეტის მერიას დაუბრუნდა. მერია, თავის მხრივ, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, შესწორებულ ვარიანტს წარმოადგენს განსახილველად", ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მათი ცნობით, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ასევე კომისიების თავმჯდომარეები აირჩია.

 

 

ფარული კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეოთხე მოწვევის საკრებულოში, მოქმედ კომისიებს უხელმძღვანელებენ: ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - ბადრი ბუცხრიკიძე; კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - სოფიო ბუსკივაძე; საფინანსო–საბიუჯეტო კომისია - თემურ ქოჩიაშვილი; ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია - გიორგი ლილუაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომისია - იმედა რობაქიძე. სხდომას ესწრებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი