ქართველმა მორაგბეებმა ამერიკელები ანგარიშით 21:20 დაამარცხეს
25-11-2017, 19:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.

 

 

ქართველების გამარჯვებით დასრულდა თამაშის პირველი ნახევარიც, რომელიც ამერიკელების უპირატესობით დაიწყო და თამაშის მე-6 წუთზე „არწივებმა“ პირველი ლელო გაიტანეს, თუმცა ლელოს რეალიზება ვერ მოახერხეს და ანგარიში 5:0 დარჩა.

 

 

მე-17 წუთზე მსაჯმა ქართველებს ტექნიკური ლელო ჩაუთვალა (7 ქულა) და „ბორჯღალოსნები“ 2 ქულით დაწინაურდნენ (7:5).

 


21-ე წუთზე ქართველები დაჯარიმდნენ, თუმცა ამერიკელების მიერ შესრულებული ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა და შესაბამისად, ანგარიში უცვლელი დარჩა.

 


23-ე წუთზე მსაჯმა ვიქტორ კოლელიშვილს ყვითელი ბარათი მისცა, რის გამოც მას მოედნის 10 წუთით დატოვება მოუწია.

 


თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში კი ამერიკელებმა მორიგი ლელო გაიტანეს, გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 12:7 გახდა.

 

 

 


ქართველებმა მალევე აიღეს რევანში და 29-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 2 ქულით გავიდა წინ (14:12).

 


მსაჯმა ლევან ჩილაჩავას, მოწინააღმდეგისთვის იდაყვის სახეში (არაგანზრახ) ჩარტყმის გამო ყვითელი ბარათი მისცა და მასაც 10 წუთით დაატოვებინა თამაში, რის გამოც მოედანზე საქართველოს ნაკრების 13 მოთამაშე დარჩა, თუმცა მალევე ვიტო კოლელიშვილი დაუბრუნდა მოედანს და „ბორჯღალოსნებმა“ 14 კაცით განაგრძეს თამაში.

 


38-ე წუთზე ლელო ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანა, რომელიც სადავო გახდა, თუმცა ვიდეომსაჯმა ის საბოლოოდ ჩათვალა. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 21:12 გახდა.

 


თამაშის პირველი ნახევარი, სწორედ აღნიშნული ანგარიშით დასრულდა.

 

 

 

 

თამაშის მეორე ნახევარი, რომელიც, განსაკუთრებით კი ბოლო წუთები, უფრო დაძაბულად წარიმართა, ამერიკელების შემტევი თამაშით დაიწყო, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ ეს ანგარიშის გაზრდაში არ ასახულა, მე-60 წუთზე კი ამერიკელებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 21:15 გახდა.

 

 

ამის შემდეგ ქართველებმა მალევე აჩვენეს კონტრიერიში, სტუმრების დაჯარიმების შემდეგ კი, 62-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა შეასრულა, მაგრამ ამჯერად არაზუსტად.

 

 

„ბორჯღალოსნების“ შეტევა გაგრძელდა, თუმცა ამერიკელმა „არწივებმა“ კარგად მოახერხეს დაცვაში თამაში.

 

 

67-ე წუთზე მსაჯმა მესამე ყვითელი ბარათი გამოიყენა და მან ამჯერად ის ამერიკელ მოთამაშეს მისცა.

 

 

(მასალაში გამოყენებულია TBC ბანკის Facebook-ის გვერდზე განთავსებული ფოტოები)

 

 

77-ე წუთზე ამერიკელებმა ლელო გაიტანეს, და ანგარიში 21:20 გახდა, თუმცა მათი რეალიზება არაზუსტი აღმოჩნდა და ქართველები ერთქულიანი უპირატესობით მოწინავე პოზიციაზე დარჩნენ და საბოლოოდ სწორედ ამ არაზუსტი რეალიზების წყალობით, ქართველმა მორაგბეებმა 1 ქულით მოიპოვეს გამარჯვება. 

 

 

მიმდინარე წლის ზაფხულში ქართველმა მორაგბეებმა ამერიკელები პირველად დაამარცხეს შეერთებულ შტატებში. ეს კი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკვე მეორე გამარჯვებაა.

 

კომენტარები: 1
#1   Giorgi
      
ეს ისეთივე შედეგია, ფეხბურთში ბრაზილიამ საქართველოს პენლებით რომ მოუგოს.
26 ნოემბერი 2017 22:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი