ფინანსთა მინისტრი: თბილისისთვის გამოყოფილი 60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება
27-11-2017, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.



შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

 

 

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლისთვის ქალაქის მერიას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი.


„საქართველოს მთავრობამ პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, აღნიშნული პროექტები შეისწავლა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზარდოს. თანხები მიზნობრივად მიიმართება და მათი ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას მოხმარდება და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დასრულდება, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება და დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი