უკრაინის პრემიერ მინისტრი წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა
27-11-2017, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია. უკრაინის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია.

 


ვლადიმერ გროისმანმა და ლევან იზორიამ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაჭრილ-დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს.

 

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პრემიერს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო პროცესი გააცნო. ვლადიმერ გროისმანმა ქართულ მხარეს უკრაინელი დაშავებული სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მათ გამოჯანმრთელება და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

 


წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე თავდაცვის უწყების და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები.

 


საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული 15 სამხედრო მოსამსახურე ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის. კურსი ორი კვირის განმავლობაში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას ისახავს მიზნად. რეაბილიტაციის კურსი, როგორც დაშავებულ სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსაც უტარდებათ. საქართველოში რეაბილიტაცია სულ 153 უკრაინელ სამხედროს და მათ 25 ოჯახის წევრს აქვს გავლილი.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი