თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი მიმდინარეობს
28-11-2017, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში „აბრეშუმის გზის“ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ამ დროისთვის ფორუმზე სიტყვით დელეგატები გამოდიან. იგეგმება პანელი „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის.“

 

 

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღის მეორე ნახევარში ფორუმის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდება სასტუმრო „ბილტმორში,“ სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელში საქართველოს პირველი-ვიცე პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი რამდენიმე ქვეყნის მინისტრთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ამავე დღეს გაიმართება სადისკუსიო პანელები სახელწოდებით „სავაჭრო ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში,“ „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე,“ „ციფრული კავშირი“ და „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით,“ რომლებიც ცალკე, თემატურ სესიებად იქნება წარმოდგენილი.

 


აბრეშუმის გზის ფორუმი, 29 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრის მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ რამდენიმე სესია გაიმართება პანელის „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფარგლებში. „ბილტმორის“ ამფითეატრში პანელის „რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისთვის“ დასრულების შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

 


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც მეორედ ტარდება საქართველოში, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იმისთვის, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და ავწიოთ საქართველოს როლი აბრეშუმის გზის დერეფანში. ფორუმი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდას და საქართველოს უფრო აქტიურ ჩართულობას იმ გლობალურ ინიციატივაში, რასაც აბრეშუმის გზა ითვალისწინებს“, განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

 


მისივე თქმით, საქართველო იყო პირველი, რომელიც აბრეშუმის გზის იდეას გამოეხმაურა. „პრაქტიკულად, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც დაარსა რეგიონში პლატფორმა ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის. წელს ველოდებით მსოფლიოს სამოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, მათ შორის არიან უმაღლესი სამთავრობო სექტორის, ასევე ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, ორი დღის განმავლობაში გვეყოლება ორი ათასზე მეტი დელეგატი და დარწმუნებულები ვართ, ფორუმი იქნება ძალიან წარმატებული და კონკრეტული შედეგების მომტანი“, აღნიშნა არველაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი