ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი: „საქართველო აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელოვანი პარტნიორია“
28-11-2017, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია“, განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ცეან ქემინგმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ცეან ქემინგი ფორუმის მისასალმებელ პანელში „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ მონაწილეობს.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა:

 

 

„აბრეშუმის გზის სულისკვეთების გათვალისწინებით, საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლის იანვარში შევიდა ძალაში. ეს გვაძლევს ჩვენ ახალ საშუალებას და გვიხსნის ახალ პერსპექტივას, რომ განვითარდეს ვაჭრობა და გაღრმავდეს ეკონომიკირი აქტივობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. აბრეშუმის გზის ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი, როგორც ჩინეთისთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის. წლების განმავლობაში ჩინეთის საწარმოებმა და, მეწარმეებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის გზების მშენებლობა, რკინიგზების გაყვანა, რაც უპრობლემოდ დააკავშირებს ერთმანეთს ადამიანებთან და ხელს შეუწყობს ვაჭრობას“.



ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ცეან ქემინგის განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივა ახალ ეტაპზეა გადასული, რაც სამომავლოდ ახალ პერსპექტივებს ხსნის. ცეან ქემინგმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური სარტყლის გზის შექმნის ინიციატივას, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის კოორდინაცია, კავშირების გაღრმავება და ფინანსური ინტეგრაცია.

 

 

„ეს არის ფართო ინიციატივა მთელი მსოფლიოსთვის, მისი მიზანია ღია და თავისუფალი ეკონომიკის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია სამომავლო ურთიერთობები ყველასთვის სასარგებლო იყოს, რაც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს შეუწყობს ხელს. უნდა მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული მომენტი და შესაძლებლობები“, განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი