ჰენრიკ ჰოლოლეი: „საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში“
28-11-2017, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

 

 

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ტრანსპორტის სექტორში. „საქართველოს უკავია მართლაც უნიკალური პოზიცია და ძალიან სტრატეგიული ადგილი, რადგან ის არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს ბუნებრივი კარიბჭის როლს რეგიონში და აკავშირებს სატრანსპორტო ჰაბებს ევროპასა და აზიას შორის“, აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში ჰოლოლეიმ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ პოზიტიურ დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან არსებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. „საქართველო არის ძალიან კარგი მოდელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და რეგულაციების აპროქსიმაციის კუთხით“, განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.

 

 

ჰოლოელიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები კანონის უზენაესობისა და ბიზნესგარემოს განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და ბიზნესის კეთების საკითხები ერთნაირად წარმატებით ვითარდება საქართველოში.

 

 

„დღეს თქვენ უკვე ძალიან სერიოზული ინვესტიციები გაქვთ, გამჭვირვალე პროცედურების დანერგვის კუთხით და არ არის გასაკვირი, რომ საქართველო გახდა მთავარი აქტორი სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, აღნიშნა მან.

 

 

პანელის ფარგლებში, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარემოსდაცვით და ეკოლოგიური თვალსაზრისით გონივრული განვითარების აუცილებლობაზე. ჰოლოლეიმ მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მიმდინარე ხედვები ჩინეთთან სახმელეთო კავშირების განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ორ რეგიონს შორის თავსებადობის და ურთიერთშევსების უზრუნველყოფა, რათა შესრულდეს ის მიზნები, რომელიც სარტყელისა და გზის ინიციატივით არის განსაზღვრული, რას თავის მხრივ შექმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორებს და შესაძლებლობებს, მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვისაც.

 

 

გამჭვირვალება, ძირითადი საბაზრო წესების დაცვა, საუკეთესო ხარისხის საქონელი და მომსახურება, ეფექტური მმართველობა, გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა - ჰოლოლეის განცხადებით, ესენია ის აუცილებელი პირობები, რასაც ელოდება ევროკავშირი აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებიდან. ამასთან ევროკავშირის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე სატრანსპორტო სექტორში. „უსაფრთხოება პირველ ადგილზეა და ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ ნებისმიერ სატრანსპორტო მოდელს დაუჭიროს მხარი, თუ ის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჰოლოლეიმ განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით და განაცხადა, რომ ბარიერების მოხსნის, ღია კონკურენციისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გადაადგილების საიმედოობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ტურიზმის განვითარებისთვის.

 

კომენტარები: 1
#1   Dusty
      
Way cool! Some very valid points! I appreciate
you penning this article plus the rest of the website is
very good.

Visit my site :: Jefferey
8 ნოემბერი 2021 23:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი