დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს ეკონომიკის სამინისტროს ღია ტენდერებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
29-11-2017, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის აბრეშუმის ფორუმზე გამოსვლისას პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია და ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.

 

 

ეკონოიკის სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა ინვესტორებს, დაინტერესდნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ღია ტენდერებში.

 

 

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ტენდერები ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენ გამოვაცხადეთ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, რომ ჯამში 170 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების შესაძლებლობა არსებობს. მთავრობას თბილისისა და ქუთაისის სიახლოვეს ლოგისტიკური ცენტრების ასაშენებლად, შესაბამისად, 80 და 70 ჰა მიწის ფართობის გამოყოფას გეგმავს.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა იმ ინსტურმენტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარებისთვის შეიმუშავა. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად მან დაასახელა საპარტნიორო ფონდის გარანტიების გაცემის მექანიზმი.

 

 

„ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი შევქმენით 2016 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნულ პროგრამას წარმატებული უწოდა. მან ასევე დაასახელა პროგრამები „უმასპინძლე საქართველოში“, „გადაიღე საქართველოში“ და სხვ.

 

 

გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ასევე არსებობს საპარტნიორო ფონდი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი