სამხედრო დანაშაულში ბრალდებული ხორვატი გენერალი, რომელმაც ჰააგის ტრიბუნალზე საწამლავი დალია, გარდაიცვალა
29-11-2017, 22:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორვატიის თავდაცვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი სლობოდან პრალიაკი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე მოსამართლის მიერ სააპელაციო განაჩენის გამოცხადების დროს საწამლავის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, განაცხადა ხორვატიის პრემიერ მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.

 

 

ჰააგის სასამართლოში სამხედრო დანაშაულობებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც დანაშაულში ბრალდებულმა, ბოსნიელმა ხორვატმა სლობოდან პრალიაკმა ვერდიქტის გამოცხადებისას საწამლავი მიიღო.

 

 

სლობოდან პრალიაკი ერთ-ერთი იყო იმ ექვს ბოსნიელ ხორვატ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის, რომელსაც ჰააგის სასამართლომ უმძიმეს დანაშაულობებში დასდო ბრალი.

 


იგი აღმოსავლეთ მოსტარში სამხედრო დანაშაულობათა ჩადენის ბრალდებით 2013 წელს გასამართლდა და 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 


დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც 4 წლის წინათ გამოცხადებული განაჩენის გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, მისი საბოლოო ვერდიქტი ცხადდებოდა, მან მოსამართლეს უთხრა: „მე საწამლავი მივიღე“.

 


პრალიაკი პროცესზე წამოდგა, მან ხელი პირისკენ წაიღო, მცირე სასმისი მიიყუდა, თავი უკან გადასწია და აშკარად ჩანდა, რომ პატარა ჭიქიდან რაღაც დალია, რომელიც, როგორც მისმა ადვოკატმა უთხრა სასამართლოს, საწამლავი იყო.

 


მოსამართლემ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება ფარდები დაშვებულიყო და პროცესი შეწყდა, იუწყება BBC.

 

 

სასამართლომ ასევე განაჩენი გამოუტანა ბოსნიელი ხორვატების თვითგამოცხადებული წარმონაქმნის ბოსნია-ჰერცოგოვინის ყოფილ პრემიერს იადრანკო პრლიჩს, რომელსაც 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრუნო სტოიჩს. მას 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, განაჩენის გამოცხადების გამო ხორვატიის პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ისლანდიაში ვიზიტი შეწყვიტა და ზაგრებში დაბრუნდა. ადრე იგი მსჯავრდებულების მიმართ მხარდაჭერით გამოვიდა და მათ „ხორვატიის აგრესიისაგან დამცველები“ უწოდა.

 


რუსი სენატორი ფრანც კლინცევიჩი მიიჩნევს, რომ პრალიაკის მიერ პირდაპირ სასამართლო დარბაზში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შემდეგ, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უკვე აღარ აქვს მორალური უფლება განაჩენები გამოიტანოს.

 


„საქმე ყველა ვარიანტში აქეთკენ მიდიოდა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადამიანები (და მათი ვინაობა ცნობილია), რომელთაც 1999 წელს დანაშაულებრივი ბრძანება გასცეს იუგოსლავიის ნატო-ს მიერ დაბომბვაზე, რამაც 1 700-ზე მეტი, მათ შორის თითქმის 400 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, დაუსჯელნი დარჩნენ. სამართალი შერჩევითი არ უნდა იყოს“, განაცხადა კლინცევიჩმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი