იან კელი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: გვაქვს იმედი, რომ კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერ პირთან მიმართებით საკითხები სამართლებრივად გადაწყდება
30-11-2017, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

 

 

კელიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის პარტნიორი ქვეყანაა და შეერთებული შტატები ელოდება, რომ ნებისმიერ პირთან მიმართებით საკითხი სამართლებრივად გადაწყდება.

 

 

„მე არ მინახავს ეს განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინა ისევე, როგორც საქართველო არის პარტნიორი. აშშ ახორციელებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რათა უკრაინა იყოს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა. პირველ რიგში, გვაქვს იმედი, რომ კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერ პირთან მიმართებით საკითხები სამართლებრივად გადაწყდება“, განაცხადა იან კელიმ კელიმ.

 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხრიდან მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიღებულია. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა კიევში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორს მისი დაკავების ოპერაციის განხორციელება მომდევნო 2-3 დღეში დაევალა.

 

 

„დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და კიდევ რაღაც გამოგონილი ოდესის საქმისთვის. ეს განკარგულება მან მისცა გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს. მათ შემდგომი 2-3 დღის განმავლობაში, 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე უნდა განახორციელონ ჩემი დაკავების, იზოლაციის და განეიტრალების გეგმა იმ მიზნით, რომ ჩაახშონ მშვიდობიანი პროტესტი და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვა. მათ წამოწიეს არარსებული საქმეები, რომელიც უკავშირდება ჩემი ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს. მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი მოარგონ კონკრეტულ ბრალს, მაგალითად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მათ მისცეს დავალება დეპარტამენტს, რომელსაც კოვალენკო ხელმძღვანელობს. მოითხოვეს ჩემი ხმის ნიმუშები იმ მიზნით, რომ მოახდინონ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაცია. ჩანაწერებს ჩემი დაკავების დღეს გამოაქვეყნებენ. ისინი ცდილობენ დაშინების მეთოდით იმოქმედონ. 3 რიცხვამდე ჩამსვან წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამგვარად ჩაკლან მშვიდობიანი პროტესტი უკრაინაში“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი