გიორგი კვირიკაშვილი: ყველამ აღნიშნა, რომ „თბილსის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება
30-11-2017, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეაფასა და მის შედეგებზეც ისაუბრა.

 

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ძალიან წარმატებული ფორუმს - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და შედეგი აუცილებლად იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩატარდა უამრავი ორმხრივი შეხვედრა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

 


ფორუმს ესწრებოდა ორი პრემიერ მინისტრი - უკრაინის და მოლდოვის; ესწრებოდნენ ვიცე პრემიერები ყახაზეთიდან, სლოვენიიდან; ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", განაცხადა პრემიერმა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა რამდენიმე მნიშვნელოვან გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება.

 


„ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდს (EIF) და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამ მიმართულებებით;

 


ასევე, დაფუძნდა „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი". ეს არის შანხაის უმსხვილესი ხუასინის ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და „საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი", რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს;

 


ასევე, ეს არის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანიც საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში.

 


მისასალმებელია, რომ ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო, ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სერვისების ჰაბი.

 


რა თქმა უნდა, ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და საწარმოო-საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით.

 


მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ორგანიზებაში. ბევრი სამინისტრო იყო ჩართული. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ძირითადი წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო. გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი ქუმსიშვილმა გააგრძელა; ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა სხვა უწყებები.

 

 

უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესაბამისი სტრუქტურების მიერ გათვალისწინებული იყო ყველაფერი მაქსიმალურად და დიდი მადლობა, რომ მართლაც ასეთ დონეზე წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა. ყველამ აღნიშნა, რომ ეს ფორუმი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი