ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენელი იანოშ ჰერმანი ეხმაურება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქმეს თვალ-ყურს მიადევნებს.
„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ თქვენ იცით რამდენად ვადევნებთ თვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ის დიდი ყურადღებით შევისწავლეთ. თვალს ვადევნებთ განხილვას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, თუმცა, სხვა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება", განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.