საუდის არაბეთმა 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა პრინცი მიტებ ბინ აბდულა, რომელიც ერთ დროს ტახტის მემკვიდრედ იყო მიჩნეული
01-12-2017, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის პრინცი მიტებ ბინ აბდულა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან პატიმრობიდან დახსნის სანაცვლოდ 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებას. ამის შესახებ CNBC იუწყება. 

 


გავრცელებული ინფორმაციით, აბდულას გარდა, ასევე სულ მცირე სამმა სხვა ადამიანმა მიაღწია შეთანხმებებს საუდის არაბეთის მთავრობასთან.

 


ერთ დროს ტახტის მემკვიდრედ მიჩნეული პრინცი მიტები იმ ასეულობით პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერებს შორის იყო, რომელიც ნოემბრის დასაწყისში მოულოდნელი ანტიკორუფციული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული წმენდისას დააკავეს.

 

 

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა მასობრივი დაკავებებიდან მალევე განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულებში სისტემატური კორუფციისა და ქონების მითვისების მეშვეობით 100 მილიარდი აშშ დოლარი იქნა ბოროტად გამოყენებული.

 


შეიხ საუდ ალ-მოჯებმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ 201 ადამიანია დაკავებული ანტი-კორუფციული მასობრივი წმენდის შედეგად და ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

 


როგორც BBC იუწყება, გენერალურ პროკურორს არ დაუსახელებია არც ერთი დაკავებულის ვინაობა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან მთავარი პრინცები, მინისტრები და გავლენიანი ბიზნესმენები.

 


„სამხილები, რომ დანაშაულია ჩადენილი, ძალიან მტკიცეა“, განაცხადა შეიხმა მოჯებმა.

 


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამეფოში მასობრივ დაპატიმრებებს ნორმალურ კომერციულ აქტივობებზე გავლენა არ მოუხდენია, და მხოლოდ პერსონალური საბანკო ანგარიშები გაიყინა.

 


შეიხ საუდ ალ-მოჯებმა აღნიშნა, რომ ახლადფორმირებული უზენაესი ანტი-კორუფციული კომიტეტის, რომელსაც 32 წლის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, გამოძიებები „ძალიან სწრაფად მიდის წინ“.

 


მან გამოაცხადა, რომ ჯერჯერობით 208 პირი იქნა გამოძახებული დაკითხვაზე და მათგან 7, ბრალდების წაყენების გარეშე განთავისუფლდა.

 


„კორუფციული საქმიანობების პოტენციური მასშტაბი, რომელიც გამოიკვეთა, ძალიან ფართოა“, თქვა გენერალურმა პროკურორმა. „ბოლო სამი წლის გამოძიებაზე დაფუძნებული მასალების მიხედვით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დეკადის განმავლობაში სულ მცირე 100 მილიარდი აშშ დოლარი იქნა ბოროტად გამოყენებული სისტემატური კორუფციის და ქონების მითვისების მეშვეობით“.

 


შეიხ საუდ ალ-მოჯებმა განაცხადა, რომ კომიტეტს მკაფიო კანონიერი მანდატი გააჩნია გადავიდეს გამოძიების შემდგომ ფაზაზე. ამ დროისთვის, „ინტერესის სფეროში მოქცეული პირების“ საბანკო ანგარიშების ფუნქციონირება შეჩერებულია.

 


„მსოფლიოში ბევრი ვარაუდი გამოითქმის დაკავებულთა ვინაობისა და მათდამი წაყენებული ბრალდებების შესახებ. იმისათვის, რომ ინდივიდებმა განაგრძონ სრული უფლებებით სარგებლობა, რომელიც მათ საუდის არაბეთის კანონით აქვთ მინიჭებული, ჩვენ არ გავამჟღავნებთ რაიმე პერსონალურ მონაცემებს ამ ეტაპისთვის“, აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 


გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის იყვნენ მილიარდერი ინვესტორი, პრინცი ალვალედ ბინ თალალი; პრინცი მიტებ ბინ აბდულა, ვაჟი ყოფილი მეფისა, რომელიც ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის პოსტიდან იქნა გადაყენებული; და მისი ძმა, პრინცი ტურკი ბინ აბდულა, ერ-რიადის პროვინციის ყოფილი გუბერნატორი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი