„ბატონო ბიძინა, საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - ნინო ჯღარკავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
01-12-2017, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამტკიცებს, რომ „საქმე იმაზე ცუდადაა“, ვიდრე ეს ყოფილ პრემიერ მინისტრს წარმოუდგენია, რადგან ჯღარკავას თქმით, დღევანდელ პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით ისეთი ადამიანები არიან შესული, რომლებიც თავად მას (ბიძინა ივანიშვილს) ებრძოდნენ 2012 წელს და „ერთადერთი პატიოსანი კაცი“, ვისაც ივანიშვილისთვის და ხალხისთვის არ უღალატია ირაკლი ღარიბაშვილია.

 


„ბატონო ბიძინა, ერთი ცალი თვალით გადმოიხედეთ და კარგად დაინახავთ ვინ არიან დღეს პარლამენტში, რა ხალხი მოვიდა თქვენს გაკვალულ გზაზე, გადმოიხედეთ და წვრილად მოგიყვებით ერთი დეპუტატის ამბავს, ემისრებს როგორ აგზავნიდა 250 000 დოლარის სანაცვლოდ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე, ღარიბაშვილთან მიმეგზავნეთო, მისი შუამავალი იხვეწებოდა, ფეხი არ ჩაუვიდა იქ და დღეს თავად განაგებენ ახალ ოცნებას, გადმოიხედეთ და წვრილად მოგიყვებით, თქვენ რომ გებრძოდა ის ხალხი როგორ შემოგვაპარეს ნელ-ნელა და ჩვენ უმცირესობაში როგორ დავრჩით, გადმოიხედეთ და მოგიყვებით, როგორ უთხრიან ძირს ერთმანეთს გუნდის წევრები, გადმოიხედეთ და იქნებ ერთხელაც 41 ნომრის მაგივრად, 5 ნომერი შეგრჩეთ ხელში. დღეს ასეა საქმე, 4 პლიუს 1, ოღონდ მინუს სააკაშვილი! სხვა ყველა ადგილზეა, ოცნების ახლანდელ წევრებს რომ კითხო სად იყვნენ 2012 წელს, თამამად გიპასუხებენ პარტიზანულად ვიბრძოდითო, საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ, მგონი ოცნებას ყავლი გაუვიდა! ერთადერთი პატიოსანი კაცი, ვისაც თქვენთვის და ხალხისთვის არ უღალატია ირაკლი ღარიბაშვილია! დაგვიბრუნეთ ხალხს, ხალხის რჩეული! ვიცი რომ ამ წერილს აუცილებლად წაიკითხავთ, ისიც ვიცი, რომ ჩვენ არ მიგვატოვებთ!“ წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები: 4
#4   ლიანა ჯანყარაშვილი
      
მივესალმები და ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებებს.პირველ რიგში გული შემტკივა ჩემი სამშობლოსათვის და მეორე ის, რომ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად 'ქათული ოცნებისადმი', დღემდე სამსახურის მაძიებლად ვრჩები. გულწრფელად მაინტერისებს რითი დაიმსახურეს ან ვინ არიან ადამიანები, ვინც ხელისუფლებაში და არამხოლოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ?
3 დეკემბერი 2017 10:18
#3   ნონა
      
მგონი ბატონმა ბიძინამაც იცის ეგ გადასარევად, მაგრამ ან არ ანაღვლებს, ან არაფერი ძალუძს
2 დეკემბერი 2017 11:58
#2   ლევან ოსიძე
      
ბატონო ბიძინა! ქ-ნ ნინო ჯღარკავას გზავნილი სრული სიმართლეა იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ქართული ოცნების ახალი სახეებიდან თითქმის ყველა სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული და გამოზრდილი სახეა, რომელთაც არაფერი შერჩენიათ ქართული, გარდა გვარ-სახელისა, სხვა მხრივ ისინი ნაციონალური მოძრაობის მიერ პორტირებულნი არიან ქართულ ოცნებაში... ამას ემატება ისიც, რომ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მომართული ანტიქართული ვაკხანალია უკვე იმ დონეზე გავიდა, რომ თუ ხმამაღლა აფიქსირებ, რომ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, ეს უკვე საკმარისია პრორუსულ "ღრუზინად" მოგნათლონ და ანათემას გადაგცენ, ხოლო თუ საქართველოს პატრიარქისა და ქრისტიანული მრწამსის დამცველად გამოხვედი, ეს კატასტროფაა!!!... ქვეყანა გეგმაზომიერად მიჰყავთ დასასრულისაკენ, ანუ გრძელდება ნეოლიბერასტული სამყაროს შეთქმულება ქართველი ერისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!!! დრო არ ითმენს!!! დროზე მოვეგოთ გონს და ასპარეზი ქართველს და საქართველოზე შეყვარებულ, ეროვნულ პოზიციებზე მყოფ პიროვნებებს ვანდოთ, სხვა გზა ხსნისა არ არსებობს!!!... დაფიქრდით!!! მე კარგად მესმის, რომ ეს ნაბიჯი თქვენი მხრიდან უდიდეს გამბედაობას და რისკს მოითხოვს...
2 დეკემბერი 2017 04:53
#1   ნინო
      
სრული სიმართლეა,100%,ვითომ გულში რომ ოცნებობდნენ და გვებრძოდნენ დღეს ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან
2 დეკემბერი 2017 01:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი