შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და ანტი-ფაშისტურ დემონსტრანტებს შორის გერმანიის ქალაქ ჰანოვერში - პროტესტანტები „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კონფერენციის ბლოკადას ცდილობდნენ
03-12-2017, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში პოლიციასა და ანტი-ფაშისტურ დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლისას რამდენიმე ადამიანმა დაზიანებები მიიღო.

 


პროტესტანტები ცდილობდნენ ბუნდესტაგში დიდი რაოდენობით შესული ულტრა-მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კონფერენციის ბლოკადას, თუმცა ის დაგვიანებით მაინც დაიწყო და მისმა დელეგატებმა იორგ მიუტენთან ერთად თანათავმჯდომარედ ალექსანდერ გაულანდი აირჩიეს.

 


როგორც BBC წერს, ორივე რადიკალია, რაც იმის მანიშნებელია, რომ პარტია კიდევ უფრო მემარჯვენე მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

 


გეორგ პაზდერსკიმ, პარტიის ბერლინის რეგიონულმა თავმჯდომარემ და ზომიერმა ფიგურამ, ვერ მოიპოვა დელეგატების მხარდაჭერა პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელ პოსტზე.

 


„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებულ პარტიად წარმოჩნდა მას შემდეგ, რაც გერმანიის 2017 წლის ფედერალურ არჩევნებში ხმების 12.6% მიიღო და ბუნდესტაგში მესამე ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა გახდა, კანცლერ მერკელის პოლიტიკური ბლოკისა და მემარჯვენე-ცენტრისტული „სოციალურ-დემოკრატიული“ პარტიის შემდეგ.

 


ისინი მანამდე არასოდეს მოხვედრილან პარლამენტში და ახლა უჩნდებათ რეალური შანსი, გახდნენ გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია.

 


თუ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ ალიანსი მოახერხებს კოალიციური მთავრობის თაობაზე შეთანხმებას მარტინ შულცის „სოციალ-დემოკრატებთან“, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც პარლამენტში 94 დეპუტატი ჰყავს შეყვანილი, უდიდესი არასამთავრობო პარტია გახდება.

 


როგორც BBC იუწყება, ჰანოვერში, დაბალი, ყინვასთან მიახლოებული ტემპერატურის პირობებში პოლიციამ ანტი-ფაშისტური დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ხელკეტები და წიწაკის მისასხურებლები გამოიყენა, რათა 600 დელეგატისთვის გზა გაეწმინდა.

 


ათი პროტესტანტი დააპატიმრეს.

 


ჰანოვერში საბოლოო ჯამში 5 დემონსტრაცია იყო დაგეგმილი. დაახლოებით 6 000 ადამიანი შეუერთდა პრო-იმიგრაციის მსვლელობას ქალაქის ცენტრში და კიდევ ერთ დემონსტრაციაზე, რომელიც ვაჭრობის სფეროს პროფკავშირებმა მოაწყვეს, მოგვიანებით ასევე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

 


ერთი საათის დაგვიანებით დაწყებულ კონფერენციაზე, მეუტენმა დელეგატებს მისალმებისას მადლობა გადაუხადა პარტიაში შეტანილი წვლილისათვის, რამაც მას,
დაფუძნებიდან 5 წელიწადში, ეროვნული წარმატება მოაპოვებინა.

 


დელეგატებმა შაბათს დაადასტურეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ტრაექტორია იმით, რომ მხარი დაუჭირეს გაულანდს, საპარლამენტო პარტიის ლიდერს, თანათავმჯდომარის პოზიციაზე. გაულანდი პირობას დებდა, რომ შეაჩერებდა გერმანიის „უცხოელებისაგან დაპყრობას“.

 

 

როგორია გერმანიის პარლამენტის ახალი შემადგენლობა: 

 

„ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი 246 ადგილი (-65).  „სოციალ-დემოკრატები“ 153 (-40); მემარცხენეები 69(+5); მწვანეები 67 (+4);  „თავისუფალი დემოკრატების პარტია“ 80 (+80); „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 94 (+94) - ჯამში 709 ადგილი. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი