კიევის ცენტრში გამართულ მიტინგზე სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა და დაემუქრა პოროშენკოს, რომ სამუშაოზე არ შეუშვებს
03-12-2017, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის დედაქალაქში, ევროპის მოედანზე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ოპოზიციური უკრაინული „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი ორგანიზებით მიტინგი იმართება, სადაც სააკაშვილი და მისი მომხრეები პრეზიდენტ პოროშენკოს გადადგომას მოითხოვენ. 

 

 

სააკაშვილი დაემუქრა პოროშენკოს, რომ სამუშაოზე არ შეუშვებს.  

 

 

"მომავალ კვირას მე გთავაზობთ ყველას, რომ შევიკრიბოთ არა აქ, არამედ მაიდანზე, ყველა ერთად... ჩვენ ვიქნებით ასეულობით ათასი, მილიონი უკრაინელი", განაცხადა სააკაშვილმა მიტინგზე, სადაც დაახლოებით 2 500 ადამიანი იყო შეკრებილი. 

 

 

მანამდე კი კიევში, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში.

 

 

მარშის მონაწილეები კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც მათ გეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ აიღეს. 

 

 

 


როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, კოლონას ავტომანქანა, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით მიუძღვებოდა და მის სათავეში მდგომი სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მიემართებოდა პოროშენკოს რეზიდენციისკენ. მათ უკრაინის და საქართველოს ეროვნული დროშები, ასევე უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის - უკრაინის მეამბოხეთა არმიის დროშები უკავიათ.

 


გარდა ამისა, დემონსტრანტებს მრავალი პლაკატი უკავიათ, რომელზეც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნაა დაფიქსირებული. ისინი სკანდირებენ: „იმპიჩმენტი, იმპიჩმენტი“.

 


მარშის ორგანზატორები ხაზს უსვამენ, რომ აქცია მშვიდობიანია და მოუწოდებენ მის მონაწილეებს არ წამოეგონ რაიმე სახის პროვოკაციებს.

 


კიევის ცენტრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მარშს დიდი რაოდენობით პოლიცია და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები მიაცილებდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი