თბილისის 51-ე სკოლის დირექტორი პროკურატურის განცხადებას არასწორს უწოდებს და ამავე დროს უარყოფს, რომ მანდატურებმა მოზარდებს შორის სკოლაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ რაიმე იცოდნენ
03-12-2017, 23:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხორავას ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ.

 


მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ ეთერში პირდაპირი სატელეფონო ჩართვისას უარყო საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს წინ უძღოდა სკოლის საპირფაშეროში მოზარდებს შორის პნევმატური იარაღით დაპირისპირება და აღნიშნა, რომ მოსწავლის მხრიდან გამოყენებული იყო „სათამაშო პლასტმასის თოფი“ და არა პნევმატური იარაღი.

 


„ჩვენთვის ძალიან მძიმეა პროკურატურის განცხადება, რაც თქვა მან, თუ რა უძღოდა წინ ტრაგედიას. ჩვენ ადმინისტრაცია ვინაწილებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ხაზგასმით უნდა გითხრათ, რომ აქ საუბარია სათამაშო პლასტმასის თოფზე და არა პნევმატურ იარაღზე და მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ყველა ჩვენი მშობელი, რომ სკოლაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა, რომ პნევმატური იარაღი შემოსულიყო და არც ეს არ იყო პნევმატური იარაღი, თუმცა ისიც რომ ცნობილი ყოფილიყო, რომ სათამაშო იარაღი ყოფილიყო სკოლაში, სათამაშო თოფი, თუ როგორ ჰქვია მას, პლასტმასის, ამასაც რა თქმა უნდა აღვკვეთავდით“, თქვა სკოლის დირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოზარდებთან ერთად დაკითხვაზე თავადაც იმყოფებოდა.

 


მან გაიხსენა ის მდგომარეობა რაც სკოლაში სუფევდა იმ დრომდე, სანამ მოზარდები დატოვებდნენ შენობას. „მთელი დღე სკოლაში იყო სიმშვიდე, სკოლაში არ ყოფილა სიტუაცია, რომელსაც მანდატურის განმუხტვა დასჭირვებოდა, შესაბამისად, მანდატურს სკოლაში სიტუაცია არ განუმუხტავს“, განაცხადა მანანა თურქაძემ და ხაზი გაუსვა, რომ მანდატურებმა არაფერი იცოდნენ მოზარდებს შორის სკოლის შენობის საპირფაშეროში მომხდარ დაპირსპირებაზე.

 


„მანდატურებს რომ ასეთი რამ სცოდნოდათ, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ გაჟღერდა თქვენი ეთერითაც და ზოგადად, რომ სკოლიდან ბავშვები გავიდნენ ადრე და უნდა გითხრათ, რომ ბავშვები გაკვეთილების დასრულებამდე, ბოლომდე, მე-6 გაკვეთილის დასრულებამდე, ორივე მოზარდი და ყველა იჯდა გაკვეთილზე მშვიდად, ყვებოდნენ გაკვეთილს. ერთს სპორტი ჰქონდა და მასწავლებელს ეთამაშა და მოუგო ფრენბურთი ერთ-ერთ გარდაცვლილს და მასწავლებელმა გამოაცილა, სპრტის მასწავლებელმა - უბრალოდ პირველ სართულზეა და გარეთ გამოჰყვა მათ, ისე ამოიყვანა, როგორც ყოველთვის ხდება, და მეორეს ჰქონდა მათემატიკა და საკმაოდ აქტიური იყო მათემატიკის გაკვეთლზეც და ასე რომ, აქ რაღაცა წინასწარ განზრახული დაპირისპირება სკოლის მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა“, აღნიშა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა.

 


მანანა თურქაძემ განაცხადა, რომ „ძალიან დიდი ტრაგედიის“ მიუხედავად, სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად არის, თუმცა დაამატა, რომ ბავშვებს „ფსიქოლოგიური სამსახური აუცილებლად დასჭირდებათ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი