მალტის პოლიციამ ბლოგერ დაფნე კარუანა გალიზიას მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 8 ადამიანი დააპატიმრა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პრემიერ მინისტრმა ჯოზეფ მასკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციის ოპერაცია ქალაქ მარსაში, ბუგიბასა და ზებუგის რაიონებში ჩატარდა.
53 წლის ბლოგერი, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა და პოლიტიკოსებს კორუფციაში სდებდა ბრალს, 16 ოქტომბერს მისი საცხოვრებელ სახლთან ახლოს ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედებით ააფეთქეს, რამაც შოკში ჩააგდო ქვეყანა.
მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის მთავრობას ჯილდოს სახით 1 მილიონი ევრო ჰქონდა დაწესებული.
გამოძიებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროდან (FBI).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.