მეუფე შიო: არ მგონია, რომ ძებნილი არასრულწლოვანი ეკლესიას აფარებდეს თავს
04-12-2017, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი არასრულწლოვანი ეკლესიას აფარებს თავს.

 

 

მეუფე შიოს სიონის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანმა ეკლესიას შეაფარა თავი.

 

 

„მე არ მაქვს ინფორმაცია და არ მგონია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავი ეკლესიას შეაფარა“,- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

 

 

ამასთან, მიტროპოლიტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ერის ტრაგედია უწოდა.

 

 

მეუფე შიოს თქმით, ილია მეორე მომხდარს ძალიან განიცდის.

 

 

„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩევნგანისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები“, აღნიშნა მეუფემ.

 

 

ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი