ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება იმპორტის ზრდას უკავშირდებოდეს.
როგორც გვენეტაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„დღეს ლარის კურსის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი მოლოდინებია. თუმცა, არ არის გამორიცხული, მაგალითად, ნოემბერში იყოს დაფიქსირებული იმპორტის ზრდა. შესაბამისი მონაცემები კვარტლის ბოლოს შეგროვდება”, განაცხადა კობა გვენეტაძემ, რომლის თქმითაც, ასევე გასათვალისწინებელია მეზობელი ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა – მაგალითად, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა.
მისივე თქმით, იყო მოლოდინი, რომ შემოდგომაზე, ასევე არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.