კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში მონადირის ქუჩის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო
04-12-2017, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გივი კუბლაშვილს, გადაადგილებისას შეფერხებების და ადგილობრივი მოსახლეობის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გზის საფარის დაგების უზრუნველყოფა უმოკლეს ვადაში დაავალა.

 

 

„მონადირის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. მოწესრიგდა კომუნიკაციები, აქ არ არსებობდა კანალიზაცია, არ არსებობდა წყლის მილები, შესაბამისად, ეს ყველაფერი, მიწისქვეშა სამუშაოები რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია. ხვალიდან უკვე მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ კონკრეტული ქუჩის მოასფალტება, შემდეგი ეტაპი კი იქნება, უკვე, ამ ქუჩაზე არსებული ჩიხების მოწესრიგება, ეს 2018 წელს გადავა და დაიწყება პროექტის განხორციელება. ზოგადად, კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ და განვახორციელებთ", განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, დასრულებულია წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა, რომლითაც 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, 3 289 მეტრზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

 

 

მონადირის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაიპი+“ ახორციელებს და სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 836 404,92 ლარია გამოყოფილი.

 

 

დედაქალაქის მერის დავალებით, გზის საფარის დაგება მონადირის ქუჩაზე ხვალიდან დაიწყება.

 

 

მონადირის ქუჩაზე დღეს თბილისის მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილიც იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი