შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს: „მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია“
04-12-2017, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია, განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

 


პრემიერ მინისტრმა შვეიცარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოს დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს და მისი მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული თქვენ ასრულებთ კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას. ჩვენ მივესალმებით შვეიცარიასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განმტკიცებას, ასევე სასიხარულოა ჩვენს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი პარტნიორობის განსამტკიცებლად. დიდი მადლობა, რომ, დაპირებისამებრ, ეწვიეთ საქართველოს“, მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დორის ლოიტჰარდს.

 


ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა.

 


„ბატონო პრემიერ მინისტრო, ძვირფასო გიორგი, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია დავოსში. სწორედ მაშინ დაგპირდით, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, შვეიცარია დიდად აფასებს იმ მანდატს, რომლის ძალითაც ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენი რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია. გისურვებთ წარმატებას. ამ ვიზიტის მიზანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება“, აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

 


შეხვედრისას, ხაზი გაესვა განათლების რეფორმის პროცესში, ასევე - მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი