პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობამ უკან გაიწვია საკითხი, რომელიც სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას გულისხმობს.
„დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების საკითხი პარლამენტში ინიცირებული აღარ არის", განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი პაკეტიდან, რომელშიც 112 პროექტი შედიოდა, 12 მთავრობამ უკან გაიწვია.
„გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. მთლიანობაში პაკეტში შედიოდა112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს.
საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.