ინდური კინოს ლეგენდარული მსახიობი შაში კაპური 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
04-12-2017, 20:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლივუდის ვეტერანი მსახიობი და პროდიუსერი შაში კაპური 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, იგი გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა.

 


იგი იყო წევრი კაპურის დინასტიის, რომელიც ინდური ფილმების ინდუსტრიაში ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა.

 


ინდური ფილმების გარდა კაპური ასევე თამაშობდა ბრიტანულ და ამერიკულ ფილმებშიც. მას მოპოვებული აქვს რამდენიმე ეროვნული ჯილდო და 2011 წელს ინდოეთის მთავრობამ „პადმა ბუშანის“ საპატიო სამოქალაქო ჯილდო გადასცა.

 


კაპური ინდოეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ მუმბაიში, „კოკილაბენ დირუბჰაი ამბანის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 


„დიახ იგი გარდაიცვალა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას თირკმელების პრობლემა ჰქონდა. იგი რამდენიმე წელი დიალიზზე იმყოფებოდა“, უთხრა მისმა ძმისშვილმა, მსახიობმა რანდირ კაპურმა Press Trust of India-ს, როგორც ამას BBC იუწყება.

 


მსახიობი დაქორწინებული იყო აწ გარდაცვლილ ინგლისელ მსახიობ ჯენიფერ კენდალზე, რომელთანაც მან 1978 წელს მუმბაის საკულტო თეატრი „პრიტვი“ დააფუძნა.

 


კაპურმა თავისი სამსახიობო კარიერა ბავშვობაში დაიწყო და მონაწილეობა აქვს მიღებული 150-ზე მეტ ფილმში, მათ შორის ათეულობით ინგლისურ კინონაწარმოებში. 2015 წელს მას ინდური კინოს უმაღლესი საპატიო ჯილდო, პრესტიჟული „დადა საჰებ ფალკე“ გადაეცა.

 


კაპური ცნობილი იყო თავისი მომხიბლავი ღიმილით და ხშირად მას მისი თაყვანისმცემლები „ყველა დროის ყველაზე კარგი გარეგნობის ვარსკვლავად“ აღწერდნენ. მას ქალების თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია ჰყავდა.

 


მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მსახიობის თაყვანისმცემლებმა თავიანთი წუხილი სოციალურ მედიაში გამოხატეს. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაწერა: „მისი ბრწყინვალე სამსახიობო გზა თაობებს ემახსოვრება. დამწუხრებული ვართ მისი გარდაცვალებით. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და თაყვანისმცემლებს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი