ადვოკატი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს შეხვდა, აცხადებს, რომ მოზარდს „ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ“
04-12-2017, 21:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1-ელ დეკემბერს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან გ.ჯ.-ს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული და რომელიც დღეს პოლიციას თავად ჩაბარდა, ადვოკატი შეხვდა. ტარიელ კაკაბაძე, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ბრალდებულმა მას მოუყვა, თუ რა მოხდა მკვლელობის ადგილას და აზუსტებს, რომ „მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ“.

 


„მე პირველად შევხვდი ბრალდებულს, გავესაუბრე მას და მომიყვა, თუ რა მოხდა ზოგადად. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას, ჩანს, რომ სხვა დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მიაყენეს უკვე მოგვიანებით სხვა პირებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა და რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან. ჩემი ვარაუდით, ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან შესაძლოა, მხოლოდ ორი პირის მიერ“, უთხრა ადვოკატმა სამაუწყებლო კომპანია„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერს“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

 

 

ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, რომ იგეგმება სხვადახვა მოწმეების დაკითხვა და მათ შორის მათი თავიდან დაკითხვაც, რომლებიც უკვე დაიკითხნენ და რომელთა ჩვენებებიც უკვე დევს საგამოძიებო საქმეში.

 


„მინდა განვაცხადო, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო თუნდაც ბრალდებულს, თუ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული სრულად - ანუ თუ მას დაუდასტურდა მთლიანად ბრალდება. მე მსურს, მოვუსმინო ექსპერტებს და თუ ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიდგომოდა აღნიშნული სადისტური ჭრილობები, როგორ პირობებსაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს“, განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი