ლევან იზორია გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
05-12-2017, 14:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. აკადემიის პრეზიდენტთან, კარლ-ჰაინც კამპთან და დეკანთან, პოლკოვნიკ, კლაუს ჰანდელთან შეხვედრა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარებას, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიასა (BAKS) და DIB სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. ლევან იზორიას განცხადებით, იგეგმება რეგიონული კონფერენციების ორგანიზება და უსაფრთხოების იმ არქიტექტურის განმტკიცება, რასაც ევროპის უსაფრთხოება ჰქვია. ამ თვალსაზრისით, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, სკოლის გერმანელი მრჩეველი, კონრად ვუდტკე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე პაიჩი დაესწრნენ.

 


დღესვე, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) წარმომადგენლები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრებიან, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

 


DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. გერმანია სკოლას როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტების ჩართულობის კუთხით აქტიურად უჭერს მხარს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი