ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული კალიფორნიის ვენტურას ოლქში გაჩენილი ხანძრის გამო
05-12-2017, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კალიფორნიაში გაჩენილმა ხანძარმა 27 000 მოსახლე აიძულა დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები.

 

 

სანტა პაულასა და ვენტურაში რამდენიმე ათასი სახლი ევაკუირებულია.

 

 

როგორც მეხანძრეებმა განაცხადეს, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და ისინი ხანძარს ვერ უმკლავდებოდნენ.

 

 

BBC-ის ცნობით, ხანძარს გავრცელებაში ქარმა შეუწყო ხელი. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში ცეცხლმა 12,500 ჰექტარი მოიცვა.

 

 

ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი მეხანძრე დაშავდა და ევაკუაციის დროს ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

 

მათვე განაცხადეს, რომ 150 ნაგებობა განადგურდა და 260,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 

ცეცხლს დაახლოებით 500 მეხანძრე ებრძოდა, თუმცა სახანძროს სამსახურის ხელმძღავნელობამ განაცხადა, რომ ისინი წაგებულ ბრძოლაში იბრძოდნენ.

 

 

„ხანძრის ლოკალიზების შანსები დაბალია. ამას დედა ბუნება გადაწყვეტს“, განაცხადა მარკ ლორენცენმა, ვენტურას ოლქის მთავარმა მეხანძრემ.

 

 

სანტა პაულასა და ვენტურაში მოსახლეობამ ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ შეტყობინების სახითა და დამხმარე მუშაკების მეშვეობით მიიღეს, რომლებიც სახლიდან სახლში დადიოდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ.

 

 

„ჩემი შვილი მეხანძრეა და მე არ ვაპირებ დაველოდო ვინმეს ჩემს გადასარჩენად“, განაცხადა ჯუნ ბაირუმმა და დაამატა, რომ მისმა 91 წლის მამამ, ქმარმა და ძაღლმა დატოვეს სახიფათო ზონა.

 

 

როგორც ცნობილია, ხანძარი ტომას აქუინასის კოლეჯთან ადგილობრივი დროით 18:00-ისთვის გაჩნდა.

 

 

კოლეჯის 350 სტუდენტი და თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან.

 

 

კალიფორნიაში ხანძარი ოქტომბრის თვეშიც გაჩნდა, რომელმაც 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 10,000-მდე ნაგებობა გაანადგურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი