სააკაშვილმა განაცხადა, რომ „გაუნათლებელ“ ლუცენკოს „გენერალურ პროკურორად არ თვლის“ და კარავში მიიღებს გამომძიებელს
06-12-2017, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომლის უკრაინელი სამართალდამცველებისთვის ჩაბარების ვადა თბილისის დროით დილის 11 საათზე ამოიწურა, განაცხადა, რომ „გაუნათლებელ“ იური ლუცენკოს „გენერალურ პროკურორად არ თვლის“ და შესაბამისად, არც აპირებს საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდეს. ამასთან, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მზადყოფნას გამოხატავს, გამომძიებელი რადას შენობის წინ გაშლილ კარავში მიიღოს.

 

 

„დილით კვლავ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩემს კარავში შემოსვლა, მაგრამ კარავი აერიათ და ეს ხალხი დაზარალდა. გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სტატუსზეც. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცენკო გაუნათლებელია, იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპროკურორი, არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე. ამიტომ მინდა განვაცხადო: მე მას გენპროკურორად არ ვთვლი, მას არც ღირსება აქვს. მზად ვარ, აქ, კარავში მივიღო გამომძიებელი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი