კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება
06-12-2017, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი და დამატებით მოზიდული თანხებით განსახორციელებელი პროექტებია.

 

 

როგორც აღინიშნა, 2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზარდა, რისთვისაც თბილისის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

 

 

„აღნიშნული 60 მილიონიდან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი - 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება. დარჩენილი 46 მლნ ლარი კი, 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება, რომელიც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედაქალაქში 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება გამწვანების ღონისძიებებისკენ მიმართული თანხებიც. კერძოდ, მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები 2018 წელს, 9 მლნ ლარამდე გაიზრდება.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი