კახა კალაძე: მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები
6-12-2017, 13:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, სამშენებლო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით, კონტროლის გამკაცრებაა. დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს.

 

 

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვაწყდებით მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევებს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მშენებლობებზე ხდება. შესაბამისად, მინდა დავავალო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები“, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები. შესაბამისად, ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს.

 

 

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.

 

 

„ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლუატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისი ნებართვები არ უნდა გავცეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, იმის გაგრძელება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ამ მიმართულებით ხდება, შეუძლებელია.

 

 

კომენტარები: 1
#1   ოთარ თურმანიძე
      
მოგესალმებით
მივესალმები ბატონი კახი კალაძის გადაწყვეტილებას 2014 წელს ჩვენი კორპუსის მშენებელმა დაასრულა კორპუსი და დატოვა ბევრი რამ დასასრულებელი და გასაკეთებელი დღეს უკვე როცა ვეუბნები მშენებელს კორპუსი უკვე გასაღებია გარედან ამჭრელდა და უცებ 2 წლის განმავლობაში გამოვიდა მწობრიდან.
ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო ფასადებს სადარბაზოსი ყველა სდანდარტი უნდა იოს დაცული და გათვალისწინებული.
მადლობა თბილისის მერიას...
6 დეკემბერი 2017 05:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპიგნანის სიახლოვეს სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე ოთხი ბავში დაიღუპა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველაზე კითხვადი
  1. ნიკა მელიამ ივანიშვილი გააფრთხილა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პროტესტს მიიღებს, თუ არ შეწყვეტს სააკაშვილის „უკანონო პოლიტიკურ დევნას“
  2. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სირიის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა
  3. ბავშვები დაიღუპნენ საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად
  4. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს ბეირუთში აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი პროტესტანტების დასაშლელად
  5. სააკაშვილის მომხრეებმა კიევში პოროშენკოს კუთვნილი „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს
  6. გიგი უგულავა: ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება
  7. კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგზე, ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გაკეთდა
  8. უკრაინული მედია: მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
  9. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა თქვა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს: „პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა, იანუკოვიჩს ტიმოშენკო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი“
  10. ნეთანიაჰუს განცხადებით ის, რომ იერუსალიმი 3 000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია, შეუძლიათ წაიკითხონ იმ „მშვენიერ წიგნში“, რომელსაც „ბიბლია ჰქვია“
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი