„ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი გაგონილა?!“ - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა
06-12-2017, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასმართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა დაიწყო. წინა ინსტანციის, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე ასაჩივრებს.

 

 

ბრალდების მხარე ითხოვს, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივად სააპელაციომ ანგარებით მკვლელობა მიიჩნიოს, რაც დამამძიმებელი გარემოებაა და 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

„ჩვენ ვეთანხმებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ის ციანიდით გეგმავდა მკვლელობას. არ ვეთანხმებით მოტივს, რაც დაადგინა სასამართლომ, მოტივი არის ანგარება. დავაყენებთ შუამდგომლობას პროცესის დახურვაზე. ეს პროცესის დაცვის მიზანია. საფრთხე მიადგება მართლმსაჯულების ინტერესებს“, განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე.

 

 

დეკანოზის ადვოკატები კი, საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვენ. 

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნება ფიზიკურად იმ ხარისხისა და მნიშვნელობის მტკიცებულებების ხელმეორედ გამოკლვლევა, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა, ეს მოსმენაც ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნა დაერთოს სააპელაციო საქმეს. ასევე, ერთ-ერთი მოწმე რომ განმეორებით დაიკითხოს, რადგან იმ კონკრეტული მოწმის დაკითხვის საშუალება საქალაქო სასამართლომ მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე მოგვცა. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შუამდგომლობა იქნება დაყენებული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თუ საქალაქო სასამართლოში ნამდვილად ჰქონდა მოსამართლეს შესაძლებლობა, გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობების შემდგომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება სააპელაციოს“, განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

 

 

სხდომაზე დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

 

 

„მადლობა ყველა გუშლამატკივარს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს და ადვოკატებს, მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც მიუკერძოებლად ცდილობენ საზოგადოებას შეძლებისდაგვარად მიაწოდონ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხები. მადლიერებას გამოვხატავ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიმართ.

 

 

არ შემიძლია, ჩემი გულისტკივილი არ გამოვხატო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებზე. საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამის. თვით საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი გაგონილა. ბრალდება ამტკიცებს, რომ მე მქონდა ციანიდი, რომელიც თითქოსდა ჩემს ჩანთაში აღმოაჩინეს, ეს სიცრუეა, რადგან მე ეს ავადასახსენებელი ნივთიერება არ მქონია, მე არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული, რადგან ის შორენა თეთრუაშვილმა მთხოვა. სამწუხაროა, რომ მან ეს ფაქტი უარყო.... 

 

 

ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება, მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის მონაწილეობის დასახელებას. სანაცვლოდ თავისუფლებას მპირდებოდნენ. პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. თავდასხმა მოხდა ჩემ ძმაზე, ემუქრებოდნენ გიორგი ფანცულაიას, ემუქრებოდნენ მოწმე ირაკლი ფირცხალავას. ჩემი ადვოკატები დახურული სხდომის საქმეზე დაიბარეს დაკითხვაზე. რეალურად, მოსამართლე ბუგიანიშვილმა სხვა საქმის პროკურორს გადასცა ეს მასალა. 7 თვის მანძილზე აკრძალული მქონდა ოჯახთან კომუნიკაცია. დღემდე არ მაქვს შესაძლებლობა შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით”, განაცხადა დეკანოზმა, რომელმაც შემდგომ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

ე.წ ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მკვლელობის მომზადების მუხლით ბრალი 2017 წლის თებერვალში წაუყენეს. საქალაქო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი