ნიკა მელია: დააპატიმრებენ ბატონ სააკაშვილს - ძალიან მალე დამთავრდება ბატონი ივანიშვილი, თუ არ დააპატიმრებენ სააკაშვილს - ცოტა ხანი იფართხალებს ივანიშვილი და პოროშენკო იქ, სადაც არის
06-12-2017, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დააპატიმრებენ ბატონ სააკაშვილს - ძალიან მალე დამთავრდება ბატონი ივანიშვილი, თუ არ დააპატიმრებენ სააკაშვილს - ცოტა ხანი იფართხალებს ივანიშვილი და პოროშენკო იქ, სადაც არის, აღნიშნული განცხადება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია-მსველელობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, უკრაინაში სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება, რაც მელიას შეფასებით, სამარცხვინოა.

 

 

„ის, რაც უკანასკნელ დღეებში ხდება და ვითარდება, არის მოვლენები, რომელსაც თვალ-ყურს ადევნებს არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა და უკრაინის მოსახლეობა, მე მგონი, ზედმეტ ახსნასაც არ საჭიროებს, რას ეძღვნება დღევანდელი ჩვენი მსვლელობა-მანიფესტაცია.

 

 

მარტივად გეტყვით, დღევანდელი ჩვენი შეკრება არის ნათელი დადასტურება და ილუსტრაცია მოცემულობის, რომ შეუძლებელია ქართველი საზოგადოება შეეგუოს ოლიგარქიულ რეჟიმს. ძალიან მარტივი არის - ის, რაც მოხდა უკრაინაში და რაც ჯერ კიდევ ხდება, რა თქმა უნდა, მოხდა ჩვენთვის ძალიან სამარცხვინოდ საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით. ბატონი ივანიშვილი და ბატონი პოროშენკო, დიახაც, უკვე დაუფარავად თანამშრომლობენ - გაანეიტრალონ ადამიანი, რომელიც მათ ოლიგარქიულ რეჟიმებს უქმნის საფრთხეს - ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი მიხეილ სააკაშვილი - გამორჩეული ქართველი პოლიტიკოსი, რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდნენ სხვა პოლიტიკოსები, დიახ, ფაქტია და მოცემულობაა, რომ ეს ადამიანი დგას სათავეში იმ ბრძოლისა, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიული სისტემისა და პოლიტიკურ კლანს შორის დაპირისპირება. კიდევ უფრო რომ გავამარტივო საქმე, ეს ნიშნავს, რომ ან საქართველოში და უკრაინაში იმარჯვებს მხოლოდ ვიწრო წრე ადამიანების და მათი კეთილდღეობა გაუმჯობესდება ათწლეულების განმავლობაში, ან იმარჯვებს საზოგადოება და აირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც დაიხარჯება, რომ ამ ქვვეყანაში რიგითი მოქალაქე საქართველოსი და უკრაინაში - უკრაინის მოქალაქე ცხოვრობდეს უზრუნველყოფილად და არა ოლიგარქები და მათთან მიტმასნილი ადამიანები.

 

 

ერთი დღით ადრე დაანონსებული აქცია - თქვენ ხედავთ რამდენი ადამიანი არის გამოსული. ბატონ ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არ აიღებს გამზრახვას, რომელიც მას ამოძრავებს უკვე ძალიან დიდი ხანია. დიახ, ჩვენ არ ვამბობთ და არც იმისი ილუზია გვაქვს, რომ ის აიღებს ხელს თავის ამ გაზრახვაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაფრისთვის მზად. მიხეილ სააკაშვილი ისეთ ვითარებაში არის უკვე, ისეთ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ორივე ოლიგარქი, რომ დიახ, დააპატიმრებენ მიხეილ სააკაშვილს თუ არ დააპატიმრებენ, შედეგი ოლიგარქებისთვის თანაბრად ერთნაირი დადგება", განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას  - „ღირსების მანიფესტაციას" მართავს. 

 

 

როგორც პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, შეკრების მიზანი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარების გაპროტესებაა.

 

 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომლებზეც საქართველოსა და უკრაინის დროშებს შორის მიხეილ სააკაშვილის პორტრეტია გამოსახული.

 

კომენტარები: 1
#1   Tornike
      
იყვირონ-იწივლონ , იფართხალონ. თუ არ დაწყნარდებიან მოსახლეობის 70% ლაყე კვერცხები მოიმარაგეთ !
6 დეკემბერი 2017 06:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი