ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე „ღია კარის“ პოლიტიკის განხილვის კონტექსტში, უმნიშვნელოვანესი იყო
06-12-2017, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლის დღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, ძალზედ მნიშვნელოვანია.

 

 

მინისტრის განცხადებით, ალიანსი იწყებს მზადებას 2018 წლის სამიტისთვის, ნატო-საქართველოს კომისიაზე კი, კიდევ ერთხელ შეფასდა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

 

 

„ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განსახილველად, სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, სადაც მოხდა შეფასება ამ ფორმატში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ განვლილი პერიოდის. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და თავდაცვითი რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რაც უზრუნველყოფილი იქნა იმ წარმატებული რეფორმებით, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ბევრი კოლეგის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, ხელს უწყობს საქართველოს წარმატებას, აახლოებს მას ნატოს-თან, საბოლოო მიზანთან და ამკვიდრებს ნატო-ს სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა მინისტრმა.

 

 

მისი თქმით, კომისიის სხდომაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ნატო-ს ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა გააღრმავოს ამ კუთხით ალიანსთან თანამშრომლობა.

 

 

„ვარშავაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გააქტიურდეს დიალოგი საქართველოსა და ნატო-ს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვთანამშრომლობთ. გვაქვს კონკრეტული ხედვები ასევე შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ნატო-ს მეტ ფოკუსს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი და დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია მოვახდინოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობა.

 

 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საქართველოს მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის და ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხების გათვალისწინებით, რასაც წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, ეს ეხება, როგორც ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობას, ასევე ტერორიზმს და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი