რომან გოცირიძე: „რომ არა მიხეილ სააკაშვილი, რა იქნებოდა საქართველო დღეს?! - იქნებოდა ერთი კორუმპირებული, პოსტსაბჭოთა, პოსტშევარდნაძისტული ქვეყანა“
06-12-2017, 19:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ღირსების მანიფესტაციაზე“ სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის მმართველობას „დიადი 9 წელიწადი“ უწოდა და თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო „ნელ-ნელა ემსგავსება პოსტშევარდნაძისტულ“ ქვეყანას, სადაც სააკაშვილის „დამარცხებული კრიმინალი“ ისევ ბრუნდება.

 


„რომ არა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რა იქნებოდა საქართველო დღეს? იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი, კორუმპირებული, პოსტსაბჭოთა, პოსტშევარდნაძისტული ქვეყანა, რომელსაც ნელ-ნელა ემსგავსება დღეს საქართველო აი, ამ ხელისუფლების პირობებში. რომ არა ის 9-წლიანი, მართლაც რომ დიადი წელიწადი, რომელსაც ზოგიერთები უდიერად მოიხსენიებდნენ - არ იქნებოდა საქართველოში ის, რაც ჩვენ ვნახეთ და რასაც ჩვენ მივაღწიეთ. დამარცხებული კრიმინალი, რომელიც სამწუხაროდ ისევ ბრუნდება ქურდების სახით, აი ამ სკოლებში დანების ომის სახით. არ იქნებოდა საქართველო ისე დაცული. სამწუხაროდ, საზღვრები ისევ მოირღვა და ჩატაევის მსგავსი ტერორისტები თბილისში იბუდებენ და იარაღის უზარმაზარ არსენალს ქმნიან“, თქვა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   დავითი
      
და რატომ, სააკაშვილის გარდა დანარჩენი ქართველები იდიოტები არიან?
მართალია მგონია, რომ საქართველოში სააკაშვილის შავბნელი, სისხლიანი და ანტიჰუმანური მმართველობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ
რა დონის პრიმიტივიზმი სუფევს საქართველოში, რომ დღემდე არსებობენ ადამიანები ვინც ფსბ-ს მოქმედი გენერლის (კავკასიის მიმართულების ხელმძღვანელის!) თემურ ალასანიას გაზრდილ ადამიანს იცავენ და ქომაგობენ... სააკაშვილი ხომ მთლიანად თემურ ალასანიას პროექტია (რომელიც ნაბიჯს ვერ გადადგავს (!) კრემლის სცენარის გარეშე!) თუ ვინმეს ჰგონია რომ შემთხვევით ემთხვევა ფსბ-ს (ФСБ ყოფილი НКВД და КГБ) გენერლობა სააკაშვილის პერსონის არსებობას?
აი სწორედ ეს სრული პრიმიტივიზმი იწვევს იმის საშიროებას რომ დღევანდელი სახელმწიფოს სრულიად უნიათო სისტემაში როდესმე შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს სააკაშვილის მსგავსი ანტიჰუმანური რეჟიმი - რადგან დღემდე ვერ გაგვიანალიზებია, ოფიციალურად არც დაგვიგმია სააკაშვილის სრულიად ანტიჰუმანური და ანტიდემოკრატიული, სისხლიანი მართველობა და იდეოლოგია, აგერ ამდენი ხნის შედეგ დამცველებიც ჰყავს მას... ნუთუ არა უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან ოფიციალური სახით იმის შეფასება თუ რა იყო ის სისხლიანი 10 წელი საქართველოსთვის? მე რომ მკითხო ეს იგივეა რომ გიტლერის შედგომ გერმანიას არ მოეხდინა ნაციზმის (როგორც იდეოლოგიური სისტემის) საყოველთაო შეფასება (და ანალიზი)...
გასაგებია რომ უბედურ უკრაინელებს, ისევე ვერ გაუმართლა ხელისუფლებამ როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, მაგრამ ქვეყანას ომი აქვს იმპერიასთან, ომი სადაც ადამიანები იხოცებიან და ამ დროს მიტინგებს უწყობ მთავრობის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით... მითუმეტეს, როდესაც უკრაინის სახელმწიფო სისტემა, ისევე როგორც საქართველოში ჯერ კიდევ ქვის ხანის ეპოქაშია ჩარჩენილი - სწორედ ის რასაც იყენებს კრემლი, რომ საკუთარი ინტერესი გაატაროს ,,პოსტაბჭოთა ქვეყნებში" ამჯერად მისი ყველაზე წარმატებული ,,გავლენის აგენტის" (თემურ ალასანიას ,,ხელფასის" წყალობით) ენების მცდონე სააკაშვილის და მისი მეუღლის - ქართულად მომღერალი მილარდელის, ,,შავი ტრანპლანტოლოგიის" დედის მეშვეობით... სააკაშვილის სახით კრემლი ამჯერად უკრაინაში ახორციელებს იმავე შინაარსის პროექტს, რაც მან ,,ვარდების რევოლუციის" სახით განახორციელა საქართველოში - შევარდნაძის პერიოდის ,,დამპალი" სისტემის ,,კრიტიკის" ფონზე მოიყვანა საკუთარი ,,გავლენის აგენტები" (ამჯერად ახალგაზრდა მოქკავშირელების სახით)...
თუ ამ მიხეილ კრემლოვჩის ნამოღვაწარი არ ახსოვთ მის დამცველებს, ვინ მეფობდა ამ ქვეყანაში, როდესაც საქართველოდან ძლივს გაყვანილი რუსეთის ბაზები, ბენდუქიძის (ფსბ-ს კასირის!) და თემურ ალასანიას (კომუნისტური პერიოდიდან კგბ-ს ,,წარმომადგენელის") ხელმძღვანელობით, ფიზიკურად დააბრუნდა საქართველოში?! ამ მოკლე ვადიანი ,,ომის" გარდა ,,რანაერად" მოხდებოდა ,,დაკანონებულად" რუსეთის სამხედროების დაბრუნება? რომ არა პროვკაციაზე შეგნებული წამოგება?
ამ ადამიანებს ნუთუ ისიც არაფრად მიაჩნიათ, რომ კრემლის გამოგზავნილმა ივანოვის ჩამოსვლამ (დაგეგმილმა და დაფინანსებულმა მაქნინაციებმა) გადაწყვიტა საქართველოში სააკაშვილის გამეფება და არა დემოკრატიულმა, ხალხის შეგნებულმა არჩევანმა?
თუ არც ის არ არის სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის საინტერესო, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი დღეს რუსეთის ,,ფსბ-ს ბიზნესის" ხელშია ოფიციალურად? დენის, გაზის, ოქროს ჩათვლით და რამდენი ჩამოვთავალო?...
ნუთუ ისიც ფეხებზე ჰკიდიათ რომ უშუალოდ სააკაშვილის პერიოდში ფიზიკურად და მორალურად განადგურდა მრავალი ქართული ოჯახი, ვინც უკანონობასა თუ უსამართლობას ვერ ეგუებოდა (,,ვინც ჩემსკენ არ არის იგი ჩემი მტერიას" ნაცისტური პრინციპით?).
ნუთუ ისიც არ აინტერესებთ, რომ მთელი საქართველო გაძარცვეს და დააწიოკეს და მილიარდები მიიტაცეს და ,,მთელი" საქართველო სოც დაუცველად აქციეს მრავალმილიარდიანი დახმარებების მიუხედავად? ისე რომ მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ საკუთარი ჯიბისთვის აღებული მილიარდიანი სესხების პროცენტები?
ნუთუ ისიც არაფერს ეუბნება მათ, რომ დღეს მილიარდელი სააკაშვილის ბანდის ,,ყველა" წევრი, განსაკუთრებით ზედა იდეოლოგთა ფენა - ზოგი ,,მილიონერია" ზოგიც ,,მილიარდელია" 10 წლიანი უსამართლოდ და უკანონოდ ნაძარცვ-ნაალაფარის წყალობით? თუ არა? თუ მაღალი ხელფასებით შეიძინეს ქონებები და ბიზნესები ეკონომიკური აღორძინების გზით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?
და ნუთუ იმასაც ვერ ხვდება ეს ხალხი რომ სააკაშვილი ვერაფერს იზამდა ვერსად, რომ არა ფსბ-ს მხარდაჭერა - ხვალვე რომ გააქრობდნენ მას თუ გინდ აქ თუ გინდ უკრაინაში? (ვიღაცეები ხომ დღემდე იძახიან ამერიკის და ევროპის კაციაო, და იმის შინაარს ყურადღებას ,,რატომღაც" არ აქცევენ თუ რას ამბოენ უცხოეთის წარმომადგენლები არაოფიციალურად - რაც სწორედ სააკაშვილის შეგნებული აფერისტული პროპაგანდა გახლდათ... სინამდვილეში, რეალურად მისი მოღვაწეობა ხომ ცივილიზაციური განვითარების, დემოკრატიის და ჰუმანიზმის საწინააღდეგო იყო).. თუ არა?
ნუთუ ამ ხალხს, არც ის არ აინტერესებთ, რომ ყველა არჩევნები გააყალბა ამ ადამიანმა და საქართელოში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე მაღალი ,,ჩრდილოვანი ეკონომიკა" შექმნა ანუ ელიტარული კორუფციული სისტემა - რითიც საქართველო, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რესურსებით რუსეთის ბიზნეს მიაბა ,,დიდი ხნით" (როგორც ოქროს საბადოებით ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის მეშვეობით?)...
ნუთუ ვინმე ფიქრობს რომ სააკაშვილის დროს იყო ან დემოკრატიის ნიშანწყალი, თუ რაიმე სახით იყო დაცული ადამიანის უფლება?
სასამართლო ან პროკურატურა ფუნქციონირებდა სათანადოდ?
ისიც კი, დღეს რა უარყოფითი მდგომარეობაც არსებობს საქართველოში, აი ისიც მეტწილად არის სწორედ სააკაშვილის და მისი ბანდის მეფობის პერიოდში შექმნილ-ჩამოყალიბებული სრულიად ანტუჰუმანური და დანაშაულებრივი მმართველობითი სისტემის შედეგი თუ ესე არ არის?
სააკაშვილის ქომაქებს მივმართავ, ერთი მითხარით ვინმემ თუნდაც ერთი, აი ერთი რამ რის გამოც შეიძლება მოგეწონოს ეს აფერისტი ციგანი? ოღონდ რეალურად, ფაქტობრივად და სტატისტიკურად მოიტანეთ არგუმენტები და არა ისე როგორც იციან - ესე მინდა, ესეა და მორჩა...
6 დეკემბერი 2017 16:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი