უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა მას შემდეგ, რაც სუს-ში 3 საათი იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უწყებაში „პირად საკითხებს“ განიხილავდა
07-12-2017, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა, სადაც დეპუტატი, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

 

სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი, შალელაშვილს მედიის წარმომადგენლებთან არ დაუკონკრეტებია, თუ რის გამო იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

 

შალელაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სუს-ში „პირად საკითხებზე" სასაუბროდ მივიდა. მის უწყებაში მისვლას კი, წინ დეპუტატის მიერ პრემიერ მინისტრისადმი მიმართვა უძღოდა.

 

 

უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ სუს-ში მისვლა აღნიშნულს არ უკავშირდება. 

 

 

შოთა შალელაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს ინიციატივით მიმართა, „რაც შეიძლება მოკლე დროში“ დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის მიერ ოთხშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით და ამით, ქვეყანამ გამოიყენოს „ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.

 

 

შალელაშვილის ღია წერილს დღეს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ მინისტრისთვის, მისთვის მიუღებელია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი