სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
07-12-2017, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

 

 

„თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), და  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი). 

 


სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.გ.- მ  ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ  ნ.გ.-მ  უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 10 მარტიდან დან 22 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ არაერთხელ გაასაღა მოქალაქე  მ.გ-ზე. ასევე დადგინდა, რომ  ნ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს“ თავის საცხოვრებელ სახლშიც ინახავდა, რაც ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ.

 


სამართალდამცველებმა ნ.გ. 2017 წლის პირველ აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „დ“ ქვეპუნქტით , მე-4 ნაწილით და  260-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.  

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია განცხადებაში.
 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი