დიდთოვლობის გამო, შუახევის 28 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა - მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
08-12-2017, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარი ამ დროისთვის დაბალი ზონის სოფლებში 70-80, ხოლო მაღალ ზონაში 100-1300 სმ-ს აღწევს.

 

 

შუახევის მერიის ცნობით, უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მისასვლელი გზები ჩაკეტა, შეჩერებულია სასწავლო პროცესი და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდულია.



„დილიდან მიმდინარეობს დაბის ქუჩებისა და საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ მერიის თანამშრომლებიც.

 


35-კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.

 


საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია მუნიციპალიტეტის 28 სკოლაში. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხიჭაურის და დაბის სტრუქტურულ ერთეულში.

 


მერიაში საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი