დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბრიუსელში იმყოფება. მეიმ შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთან გამართა.
„ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, თუმცა, ის მომავალში ევროკავშირთან ღრმა პარტნიორობასა და განსაკუთრებულ ურთიერთობებზე იქნება მიზანმიმართული", განაცხადა მეიმ იუნკერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, „ბრექსითის მოლაპარაკებებზე საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული, რაც ბრიტანეთ-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით დიალოგს უხსნის გზას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.