230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად
08-12-2017, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად. ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს. 

 

 

საპროტესტო აქციები და ისრაელის სამხედროებთან შეტაკებები შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას უკავშირდება.

 

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ისრაელის სამხედროებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - საპასუხოდ კი, სამხედროებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

 

 

ტრამპმა ოთხშაბათს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა შეერთებული შტატების ათწლეულობით არსებულ პოლიტიკაში, რითაც პალესტინელებისთვის ხანგრძლივი საერთაშორისო გარანტიები, რომ წმინდა ქალაქის ბედი მოლაპარაკებებით იქნებოდა განსაზღვრული, მთლიანად თავდაყირა დააყენა.

 

 

ღაზას სექტორში, „ჰამასის“ლიდერმა, ისმაილ ჰანიეჰმა გუშინ პალესტინელებს მოუწოდა პარასკევს ისრაელის წინააღმდეგ ახალი ინტიფადა (ამბოხება) დაეწყოთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი