გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა
08-12-2017, 22:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა, რასაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიზანმიმართულობას და დიდ ძალისხმევას ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ღირსეულ გზაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ასევე მისიის ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობის ვადის ამოწურვას მიეძღვნა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა უილიამ ლაჰიუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი დაარსების დღიდან დაუღალავად შრომობს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად და მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და დახმარებას უწევს მთავრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების გზაზე.

 


„სიხარულით აღვნიშნავ საქართველოს თანმიმდევრულ პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ნატოს სტანდარტებსა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და ნატოს სამომავლო წევრობისთვის საქართველოს მომზადებაში. ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდაჭერის წყალობით საქართველო იქცა ნამდვილ რეგიონულ ლიდერად დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცების კუთხით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაცია არის მნიშვნელოვანი ეტაპი ნატოსთან დაახლოების გზაზე და ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნატოს ჯარებთან საქართველოს ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ძვირფასო უილიამ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა პირადად მოგახსენოთ მადლობა წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ემოციური წვლილისთვის. მადლობას გიხდით, რომ მოგვეცა თქვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, დიდად ვაფასებთ. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, რადგანაც დიდად ვაფასებთ ჩვენს განსაკუთრებულ მეგობრობას“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი