საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო
09-12-2017, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის დასაშვებობის განხილვა დაიწყო.

 

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის − „შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა 2017 წლის 28 ნოემბერს დაიწყო“, − ნათქვამია სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის წერილში. საქმეში ოთხი მომჩივანია: 1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“; 2. შპს „ტელეკომპანია საქართველო“; 3. ლევან ყარამანიშვილი; 4. გიორგი ყარამანიშვილი.



სტრასბურგის სასამართლო თავის წერილში საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამს თითოეულ მომჩივანთან მიმართებით. მოცემულ საქმეზე „რუსთავი 2“ პირველი მომჩივანია და მასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო, სხვებს შორის, განიხილავს საკითხს − შეიძლება თუ არა, კომპანია დაზარალებულად ჩაითვალოს და ამოწურა თუ არა მან შიდა გასაჩივრების გზები, ვიდრე ევროპულ სასამართლოს მიმართავდა....

 

 

საქართველოს მთავრობამ მოცემულ კითხვებს 2018 წლის 29 მარტისთვის უნდა უპასუხოს. მთავრობის პასუხები და არგუმენტები მომჩივნებს გადაეგზავნებათ და, სასამართლოს რეგლამენტის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონტრარგუმენტების წარსადგენად სექციის თავმჯდომარის მიერ რამდენიმეკვირიანი ვადა განესაზღვრებათ. ყოველივე ამის შემდეგ ევროპული სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობაზე თითოეული მომჩივნის ნაწილში და გადაწყვეტს, რომელ გარემოებებსა და რომელ კონკრეტულ მომჩივანთან უნდა გააგრძელოს საქმის არსებითი განხილვა", აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი