ნიკა მელიამ ივანიშვილი გააფრთხილა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო პროტესტს მიიღებს, თუ არ შეწყვეტს სააკაშვილის „უკანონო პოლიტიკურ დევნას“
09-12-2017, 21:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაპატიმრების გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში საგანგებო შეხვედრას თბილისში მართავდა, მოითხოვს „შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა“ და გათავისუფლდეს იგი პატიმრობიდან“.

 

 

აღნიშნული განცხადება პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

 


„საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა. ამგვარი ქმედება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე. ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული. მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაპატიმრებამდე განხორციელებული უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

 

აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან. ჩვენ მკაფიო პოზიციაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება. თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს.

 

 

მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი, უკიდურესად მძიმე, მე ვიტყოდი, ვითარება, რომელიც მისი ანტი-სახელმწიფოებრივი ვითარების შედეგია. ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერსების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის გვერდით პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იყვნენ წარმოდგენილი.

 

კომენტარები: 7
#7   ლუ
      
ვაი თქვენს პატრონს ქოცებო, ცუანა ფულის ტომარა ხიხოს ადარებ თ ბუმბერაზ მიშას!
3 ივლისი 2018 14:39
#6  davit
      
ბიძინამ ოსტატურად ჩააყუდებინა მიშა უკრაინაში.
10 დეკემბერი 2017 05:06
#5   მოგელანდებით
      
როგორ ბოთლებივით ცამწკრივებულხართ.... :) ერთად რომ ახვიდეთ სახურავზედა გამოექანოთ არა ....... " _ "
9 დეკემბერი 2017 14:27
#4  ნენე
      
გუშინ ისე დაუბერა ქარმა რომ ფანჯარა შემომიღო და ქოთნის ყვავილი გადმომიგდო. მოკლედ რას შვება ეს ივანიშვილი რა, ხან საიდან დაუბერავს, ხან საიდან. ვაი თქვენს პატრონს ნაცებო, თუმცა რაღა ვაი გინდათ ამაზე მეტი გაგისკვანჩეს მამა-მარჩენალი.
9 დეკემბერი 2017 14:17
#3  გულნარა
      
მიშა არის თქვენც ნაცები ერისა და სამშობლოს წინაშე დამნაშავეები გიგეთ ბოლოსდაბოლს ადამიანები არა ხართ მიშა საშიში დამნაშავეა თქვენ.მისიწევრები მხედრიონელები მე თქვენ მძულხართ
9 დეკემბერი 2017 13:43
#2  ნიკა
      
მელია მაგარი კაცია, მაგარი მამის შვილი, მაგრამ რა უნდა ამ სირებში?
9 დეკემბერი 2017 13:08
#1   ნინო
      
ამათმა ყველამ ერთად გააფრინა მე მგონი, რა ბიძინა ელანდებათ ყველგან.
9 დეკემბერი 2017 12:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი