კიევის ცენტრში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგზე, ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გაკეთდა
10-12-2017, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იგორ სობოლევმა კიევის ცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ გამართულ მიტინგზე ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გააკეთა.

 


„მე გთავაზობთ შევქმნათ ეროვნული ხსნის კომიტეტი, ავირჩიოთ იქ სუფთა რეპუტაციის ადამიანები, რომლებიც კიევიდან დაწყებული, ბოლო ქალაქით დამთავრებული, შეძლებენ ისეთი საზოგადოების ორგანიზებას, რომლებიც კანონის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ“, თქვა სობოლევმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


მან აღნიშნა, რომ კომიტეტი შეძლებს გადააქციოს უკრაინა „კეთილსინდისიერ, დაუმარცხებელ“ სახელმწიფოდ.

 


კიევში სააკაშვილის მომხრეებმა მარში მოაწყვეს და მოითხოვეს იმპიჩმენტის კანონის მიღება. „რია ნოვოსტის“ ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ იქ დაახლოებით 2 500 ადამიანი იმყოფებოდა.

 


უმაღლესი რადას უფრაქციო დეპუტატმა, „ახალ ძალთა გაერთიანების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იური დერევიანკომ მოუწოდა პროტესტანტებს, რომ ორშაბათს სასამართლოსთან მივიდნენ, სადაც სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს.

 


მან ასევე მოუწოდა სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომ ყოველ კვირას მივიდნენ აქციაზე, რომელსაც „ახალი ძალების მოძრაობა“ გამართავს.

 


სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა სამშაბათს დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ, იგი მისმა მხარდამჭერებმა დაიხსნეს. მეორედ იგი პარასკევს გვიან ღამით, მეგობრის ბინაში ისევ დააკავეს და ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

 


პროკურატურა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვს. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ადრე განაცხადა, რომ გაცივდა, ხოლო იზოლატორში მოთავსების შემდეგ უვადო შიმშილობა დაიწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი