ირაკლი კობახიძე: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა
11-12-2017, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების აღიარება მიულოცა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ენერგია ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.

 

 

„საქართველო უკვე უპირობოდაა აღიარებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, თუმცა, ეს ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს. ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება, ამიტომაც, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები და ენერგია ამ მიზნის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მომავლის თაობაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა თავად მის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს, ქართული საზოგადოება ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს სულ უფრო მეტად იზიარებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველთვის იყო და არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება.

 

 

„ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა. სასიხარულოა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის აზრების გაცვლა და ძალისხმევის კოორდინირება მისასალმებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ევროკავშირს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება კოორდინაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია.

 

 

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების განსახილველად, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა, რადგან, პარლამენტი იყო თანამედროვე ქართული დემოკრატიის აკვანი და რჩება საქართველოში დემოკრატიის მთავარ საყრდენად.

 

 

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ზრდის ევროკავშირთან დაახლოების პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს.

 

 

„თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი, მართვის უნარი და კომპეტენცია საქართველოს მოსახლეობისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება და მალე შეძლებს მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო სტანდარტებს.

 

 

თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები დიდ სამსახურს უწევს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რითაც იზრდება ხელისუფლების წარმატებისა და ეფექტურობის დონე.

 

 

თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ზრდის ამ პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს და ბევრად მეტ ადამიანს აძლევს ამ ისტორიულ საქმეში ჩართვის საშუალებას.

 

 

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება - მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას.

 

 

ასე, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ“, მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

 

ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

 

 

„ველით თქვენს აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას, რომლის გარეშეც პარლამენტსაც და მთავრობასაც ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანის წარმატებით შესრულება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი