ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტის არჩევის წესი იყო პოლიტიკური კომპრომისი და ის ძალაში რჩება“
11-12-2017, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და რჩება ძალაში, თუმცა, გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას.

 


„ჩემი აზრით, გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს ის პროცედურა, რომელიც არის დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს პროცედურა ჩამოყალიბებულია პოლიტიკური კომპრომისის და კონსესუსის ჩამოყალიბების სურვილით. საბოლოო ჯამში, პროცედურა არის ლეგიტიმური, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, თუმცა, მე პირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილება კონსტიტუციურ კანონში.

 

 

საუბარი იყო იმაზე, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელიც აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, ნაცვლად 150 დეპუტატისა, ეს იქნება საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და ეს რჩება ძალაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ინსტიტუციური კუთხით, სამართლებრივი კუთხით, პოლიტიკური კუთხით, რომ პარლამენტი ყოფილიყო სუბიექტი, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ძალაში ის პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე დამტკიცებულ ტექსტში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი