პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა თქვა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს: „პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა, იანუკოვიჩს ტიმოშენკო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი“
11-12-2017, 22:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს.

 

 

„პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა. იანუკოვიჩისთვის სიმბოლო იულია [ტიმოშენკო] იყო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი. მე სრულებით არ მახარებს ეს“, აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, მისი გათავისუფლების მიზეზი ხალხის ის რაოდენობა გახდა, რომელიც მის მხარდასაჭერად კიევის ქუჩებში გამოვიდა.

 

 

„დღეს სასამართლომ არ შეასრულა მათი ბრძანება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან უკრაინაში ყველაფერი არ არის დაკარგული“, თქვა სააკაშვილმა მედიასთან საუბრისას.

 

 

„ხალხის შეეშინდათ, ეს არის დიდი გამარჯვება”, დაამატა მან.

 

 

უკრაინის სასამართლომ ქვეყნის პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რომლის გასაჩივრების ვადად მოსამართლემ 5 დღე დაასახელა.

 

 

„ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი