თამარ ჩუგოშვილი: როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც
12-12-2017, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.

 

 

მისი თქმით, როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

 

 

„ვიტყვი იგივეს, რასაც ვამბობმდი ბოლო დღეების განმავლობაში – ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, მე, პირადად, თავს შევიკავებ.

 

 

როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც“, განაცადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

უკრაინის სასამართლომ ქვეყნის პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლა, რომლის გასაჩივრების ვადად მოსამართლემ 5 დღე დაასახელა.

 

 

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი